სასკოლო გაცვლითი პროგრამა
ჩვენი გაცვლითი პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, მინიმუმ 2 ან მაქსიმუმ 11 თვე გაატარონ გერმანიის სკოლაში და იცხოვრონ მასპინძელ ოჯახში. ეს უნიკალური გამოცდილება საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად გაიუმჯობესოთ გერმანული ენის ცოდნა, გაეცნოთ გერმანულ კულტურას და შეიძინოთ ახალი მეგობრები.
გერმანიაში ცხოვრება და სწავლა არა მხოლოდ ენის სწრაფად შესწავლაში გეხმარებათ, არამედ გაძლევთ შესაძლებლობას, სხვა ქვეყნის განათლების სისტემას და ღირებულებებს გაეცნოთ.
-
ჩვენს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
ასაკი: პროგრამის დაწყებისას უნდა იყო 15-დან 17 წლამდე.
მოსწავლეობის სტატუსი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის აქტიური მოსწავლე.
ჯანმრთელობა: კარგი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე.
პიროვნული თვისებები: ღია, ახალი გარემოსადმი ადაპტაციის უნარის მქონე და მზადყოფნა აქტიურად ჩაერთო მასპინძელი ოჯახის ცხოვრებასა და სკოლის გაკვეთილებში.
სწავლების შედეგები: სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრება.
ენის ცოდნა: გერმანული ენის მინიმუმ B1 დონეზე ფლობა, რაც შეიძლება მიღწეული იყოს მაგალითად
მინიმუმ ორი წლის განმავლობაში გერმანული ენის შესწავლით სკოლაში
ვიზა: ვიზის აპლიკაციის გაკეთება საკონსულოში და შესაბამისი საბუთების წარდგენა ვიზის მისაღებად. შესაბამის მოწვევას გერმანიიდან გამოგიგზავნით ჩვენი ორგანიზაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი პარტნიორი სკოლა შესაძლოა მოითხოვდეს უფრო მაღალ ენის დონეს ან დამატებით კრიტერიუმებს.
-
გაცვლითი პროგრამის მინიმალური ვადა არის 2 თვე ხოლო მაქსიმალური 11 თვე. ფასები წარმოდგენილია პროგრამის ხანგრძლივობების მიხედვით:
2 თვე: 4.000 €
3 თვე: 4.900 €
4 თვე: 5.800 €
5 თვე: 6.700 €
6 თვე: 7.600 €
7 თვე: 8.500 €
8 თვე: 9.400 €
11 თვე: 11.700 €
ფასში შედის
სკოლის სასწავლო მასალა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი
სამჯერადი კვება
ოჯახში განთავსება
ვიზის მისაღებად მოწვევის და შესაბამისი საბუთების გამოგზავნა საკონსულოში
მხარდაჭერა და კონსულტაციები
წერილობითი საინფორმაციო მასალა მასპინძელი ოჯახის შესახებ
ინსტრუქცია
მოსწავლის მოწმობა გერმანიაში
მომსახურება საქართველოში
დამატებითი ხარჯები:
სამედიცინო და პასუხისმგებლობის დაზღვევა: 12 € კვირაში (სავალდებულო)
ერთადგილიანი ოთახის შემთხვევაში დამატებითი გადასახადი: 100 € თვეში
აეროპორტიდან ტრანსფერი: 175 €-დან 300 €-მდე (ერთჯერადი მგზავრობა)
-
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გაცვლით პროგრამების ორგანიზებაში, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების უსაფრთხოება
გერმანული სკოლის მონახულებით მიიღებთ გაცვლითი მოსწავლის გამოცდილებას
ინტეგრირდებით და გახდებით მასპინძელი ოჯახის ნაწილი
გაიუმჯობესებთ გერმანული ენის ცოდნას და გაეცნობით გერმანულ კულტურას
მიიღებთ ახალ გამოცდილებებს და შეიძენთ ბევრ ახალ მეგობარს