-
14-დან 17 წლამდე
-
მინიმუმ 2 კვირა, მაქსიმუმ 5 კვირა.
კვირაში 20 ან 24 გაკვეთილი.
კურსის დონეები: A1 - C1
-
კვირაში 20 გაკვეთილი:
2 კვირა - 2900 ევრო
3 კვირა - 3850 ევრო
4 კვირა - 4800 ევრო
5 კვირა - 5759 ევრო
კვირაში 24 გაკვეთილი
2 კვირა - 3050 ევრო
3 კვირა - 4075 ევრო
4 კვირა - 5100 ევრო
5 კვირა - 6125 ევრო
ფასში შედის
განთავსება რეზიდენციაში 2 ან 4 კაციან ოთახში
სამჯერადი კვება
კურსის მასალები და სერტიფიკატი
ქალაქის ტრანსპორტის ბილეთი
გასართობი პროგრამა
კოორდინატორის მეთვალყურეობა
-
თქვენ იცხოვრებთ რეზიდენციაში და იმავე შენობაში ჩატარდება სასწავლო პროგრამაც. თქვენ გაუზიარებთ თქვენს ოთახს სხვა საერთაშორისო კურსის მონაწილეებს EU Language School-იდან. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ერთად არ მოვათავსოთ კურსის მონაწილეები ერთიდაიმავე ქვეყნიდან. ამ შემთხვევაშ თქვენ უფრო სწრაფად დაეუფლებით ენას, თუმცა თუ გსურთ მეგობრებთან ერთად ერთ ოთახში დარჩენა, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ეს რეგისტრაციისას.
ბავარიის დედაქალაქი ალბათ ყველაზე მყუდრო და უსაფრთხო ქალაქია მსოფლიოში მილიონზე მეტი მოსახლეობით. ჩვენი კოორდინატორები თქვენთან ერთად ცხოვრობენ თანამედროვე რეზიდენციაში და თქვენი გერმანული ენის კურსი ტარდება იმავე შენობაში. თქვენ მხოლოდ სამი მეტროს გაჩერებით ხართ მარიენპლაციდან დაშორებული და უამრავი ღირსშესანიშნაობის აღმოჩენა მარტივად შეგიძლიათ.