ჩვენი რეზიდენცია მდებარეობს ავსტრიის დედაქალაქის შუაგულში, სულ რაღაც 15 წუთის სავალზე ბელვედერის სასახლიდან - ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი და ცნობილი ღირშესანიშნაობა. ეს არის შესანიშნავი საწყისი წერტილი ულამაზესი ქალაქისა და მისი უამრავი ღირსშესანიშნავობის სწრაფად და კომფორტულად შესასწავლად!
-
15-დან 17 წლამდე
-
2-დან 5 კვირამდე
-
სამჯერადი კვება
-
თქვენ სწავლობთ მცირე ჯგუფებში კურსის მონაწილეებთან ერთად მთელი მსოფლიოდან. თქვენი მასწავლებლები გაკვეთილებს მრავალფეროვან და კომუნიკაბელურს ხდიან, რათა სწრაფად მიაღწიოთ წინსვლას.
-
20 გაკვეთილი კვირაში
2 კვირა - 2900 ევრო
3 კვირა - 3850 ევრო
4 კვირა - 4800 ევრო
5 კვირა - 5750 ევრო
24 გაკვეთილი კვირაში
2 კვირა - 3050 ევრო
3 კვირა - 4075 ევრო
4 კვირა - 5100 ევრო
5 კვირა - 6125 ევრო
-
რეზიდენცია ვენაში არის სულ რამდენიმე წუთის სავალზე რკინიგზის სადგურიდან და სთავაზობს ჩვენს მონაწილეებს განთავსების ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს. არსებობს ორადგილიანი ან ოთხადგილიანი ოთახების არჩევანი, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს აქვს საკუთარი საშხაპე და ტუალეტი. გვაქვს ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი, კარაოკე და უამრავი სხვა გართობა. შესაძლებელია ასევე ველოსიპედის ქირაობაც.
-
ჩვენ ვატარებთ საზაფხულო კურსს ვენაში A&O Hotel Wien Hauptbahnhof-ში. ახალგაზრდული სასტუმრო გამოგვიყოფს მთელ სართულს, სადაც განთავსებულია მონაწილეთა ყველა ოთახი. პირველ სართულზე განთავსებულია რეზიდენციის მენეჯერის ოფისი და საკლასო ოთახები. აქვეა შესასვლელი შიდა ეზოში. სულ ქვედა სართულზე ნახავთ სასადილო ოთახს, სადაც ყველა მონაწილესთან ერთად მიირთმევთ საუზმეს, სადილსა და ვახშამს. ფოიეში არის ბილიარდის მაგიდა და მაგიდის ფეხბურთი. დამატებითი სასუსნავი ან სასმელი შეგიძლიათ შეიძინოთ კაფეტერიაში.
მთელი დროის განმავლობაში თქვენ ზედამხედველობას გაგიწევთ ჩვენი გუნდი. არის შემთხვევები, როცა ზედამხედველობის გარეშე ხართ - მაგალითად მოკლე პერიოდები აქტივობებს შორის ან აქტივობების დროს. ამ დროის განმავლობაში თქვენ უფლება გაქვთ დაათვალიეროთ ტერიტორია მინიმუმ 3 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფებში (ჩვენი სკოლის წესების მიხედვით). თუ მეტი თავისუფლება გსურთ და თქვენი მშობლებიც თანახმა არიან, მაშინ ჩვენ გირჩევთ ერთ-ერთ ჩვენს კურსს მასპინძელ ოჯახში განთავსებით. რა თქმა უნდა, თავად სასტუმროში თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილება. თუმცა, ყოველთვის იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი საკონტაქტო პირი.
თქვენ გაუზიარებთ თქვენს ოთახს სხვა საერთაშორისო კურსის მონაწილეებს EU Language School-იდან. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ერთად არ მოვათავსოთ კურსის მონაწილეები ერთიდაიმავე ქვეყნიდან, ვინაიდან ამ შემთხვევაში თქვენ უფრო სწრაფად ისწავლით ენას, თუმცა თუ გსურთ მეგობრებთან ერთად ერთ ოთახში დარჩენა, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ეს რეგისტრაციისას.